06:06 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-14 20:04:14, 620 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - შემაშფოთებელია როდესაც ადეიშვილი, რომელსაც უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი, ხვდება ოფიციალური თანამდებობის პირებს

ჩვენთვის შემაშფოთებელია, რომ ასეთი ადამიანები, როგორებიც არიან კეზერაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპის მასშტაბით. ეს აბსოლუტურად შემაშფოთებელი მოვლენაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

პრემიერმა ისაუბრა ბერლინში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტის შესახებ და აღნიშნა, რომ შემაშფოთებელია ფაქტი, რომ ისეთი მძიმე დანაშაულების მქონე პირი, როგორიც ზურაბ ადეიშვილია, ევროპის ქვეყნებში ოფიციალური თანამდებობის პირებს ხვდება.

“ამ ადამიანებს ჩადენილი აქვთ უმძიმესი დანაშაულები. ისინი მსჯავრდებული არიან უმძიმესი დანაშაულების გამო. გარდა ამისა, არის სერიოზული, საფუძვლიანი ეჭვი, რომ კონკრეტული ადამიანები დღესაც ჩადიან უმძიმეს დანაშაულებს ევროკავშირის მოქალაქეების წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ BBC-მაც კი გაავრცელა საგანგებოდ ფილმი. ასეთ დროს, როცა ასეთი ადამიანები სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლით ევროპაში, ჯერ ქართველებს ძარცვავდნენ, ახლა ევროპელებს ძარცვავენ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელი და შემაშფოთებელია”, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, იმისათვის, რომ საზოგადოებაში ნეგატიური აღქმების ჩამოყალიბება არ იყოს დაშვებული, ასეთი ვიზიტები უნდა შეწყდეს.

“როდესაც ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც უამრავი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი, ევროკავშირში ან ბერლინში ხვდება ოფიციალური თანამდებობის პირებს, ეს არის შემაშფოთებელი. ამას უყურებს საზოგადოება და ასეთ დროს, საზოგადოებაში შეიძლება გაჩნდეს მძიმე აღქმები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ევროპული ბიუროკრატია სამართლის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების ერთგული.

იმისათვის, რომ ასეთი ნეგატიური აღქმების ჩამოყალიბება არ იყოს დაშვებული, რა თქმა უნდა, ასეთი ვიზიტები უნდა შეწყდეს. თუ იქნება საჭირო და ასეთი ზომები ალბათ იქნება მისაღები, ყველა შესაბამისი სამართლებრივი ზომა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვითხოვოთ ამ ადამიანების გადაადგილების შეზღუდვა ევროპულ სივრცეში”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 
 
 
 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics