|
2024-03-13 22:07:39, 643 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - პოზიციას ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე რატომ არ აფიქსირებენ იცით? - გარეთ მათი პატრონების ეშინიათ, შიგნით ქართველი ხალხის
ოპოზიციას პატრონების ეშინიათ, პირდაპირ გეუბნებით, „გლობალურ ომის პარტიას“ რომ ვეძახით აი ამ პატრონების, თავისი დავალებების მიმცემების ეშინიათ. იმიტომ, რომ აღარ დააფინანსებენ და მხარს აღარ დაუჭერენ, რაც არ უნდა გავიკვირვოთ, ბევრი მათგანის პოლიტიკური ბედი დამოკიდებულია იმაზე გაემიჯნება თუ არა ამ თემას. მე ამაზე ვიხუმრე კიდევაც, მაგრამ სახუმარო ამბავი ნამდვილად არ არის. პოზიციას რატომ არ აფიქსირებენ იცით? რადგან გარეთ პატრონების ეშინიათ და შიგნით ქართველი ხალხის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე ოპოზიციის დუმილის თაობაზე განაცხადა. მდინარაძეს თქმით, ოპოზიცია ამბობს, რომ ლგბტ პროპაგანდის საკითხი არ დგას დღის წესრიგში, სინამდვილეში კი ისინი ამ საკითხის გვერდით დგანან. „თუ დღეს მსოფლიოში დადგა საკითხი,რომ დედას და მამას „დედა“ და „მამა“ არ დავუძახოთ, თუ ჩვენ დღეს ვხედავთ უამრავ ინფორმაციას ინტერნეტ ქსელებში და არამხოლოდ, რომ ტრანსგენდერი ადამიანები ბაღის ბავშვებთან მიჰყავთ და მათ წარმატებულობაზე, როგორი ბედნიერები არიან ეს ადამიანები და მისაბაძობაზე ლაპარაკობენ, თუ დღეს გენდერზე გვეუბნებიან, რომ „ქალი“, „მამაკაცი“ და „გენდერი“ ჩაწეროთ, ჩვენთან იყო ეს მოწოდება, შესაბამისად ამისა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პრობლემა დღეს თანამედროვე სამყაროში დგას უმწვავესად. ისევე, როგორც თითქოს ვიღაცებს ეჩვენებოდათ, რომ ქალისა და მამაკაცის ქორწინების საკითხი 2017 წელს არ იდგა, ავდექით და ჩავწერეთ. ამის ნიშნები იყო და მაშინ ამბობდნენ საიდან მოიტანეს ეს, ეს არის ანტიევროპული, რუსული, ყველაფერზე ხო ამას იძახიან. რაც არ მოეწონებათ ყველაფერზე ამბობენ რომ რუსულია. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში, სინამდვილეში ამ საკითხის გვერდით დგანან, ხაზარაძის წარმომადგენელმა ეს უკვე აღიარა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)