06:06 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-12 20:48:39, 589 ნახვა

პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი პარტია „ახალზე“ - რამდენად არიან ახლები ადამიანები, რომლებმაც ძველი დროიდან საზარელი კვალი დაამჩნიეს ქართულ რეალობას და ქართულ პოლიტიკას?

რამდენად არიან ახლები ადამიანები, რომლებმაც ძველი დროიდან საზარელი კვალი დაამჩნიეს ქართულ რეალობას და ქართულ პოლიტიკას? გარდა უკეთურობისა ვერაფრით ვერ წარმოაჩინეს საკუთარი თავი. რამდენად შეიძლება ამ ადამიანებს ახლები ვუწოდოთ?, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა გადაცემა „მოამბეში“ ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას მიერ პარტია „ახალის“ შექმნის თაობაზე განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, "ქართული ოპოზიციური სპექტრი თავგამოდებულად გაურბის წარსულს, რადგან წარსული ახსენებს ყველაფერს იმას, რაც უკეთებიათ ამ ადამიანებს, მათ ბელადებს, მათ გულშემატკივრებს და მათ პატრონებს საქართველოში".

„ დღეს ერთ-ერთი მათი თავგზააბნეული გულშემატკივარი თუ ჯერ არ შექმნილი პარტიის წევრი ამბობდა, რომ ახალ სახეებზე და ძველ სახეებზე კი არ ვსაუბრობთო, ახალ იდეებზე ვსაუბრობთო. როდის ყოფილა, რომ წარსულ დროში საშინელ დანაშაულში ბრალდებული თუ ეჭვმიტანილი ადამიანები, მომავალში ახალი იდეების გენერირებას ახდენდნენ და თავს აწონებდნენ საზოგადოებას?! ესე არ კეთდება პოლიტიკა და ესე ვეღარ გაგრძელდება საქართველოში პოლიტიკის კეთება. ადამიანები, რომელთა წარსული ძალიან კარგად ახსოვთ, ნამდვილად ვერ შექმნიან ამ ქვეყნის მომავალს.

საერთოდ მინდა გითხრათ რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, 12 წლის შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში წავიდა, წააგო არჩევნები, იმის მერე ქართული ოპოზიციური სპექტრი თავგამოდებულად გაურბის წარსულს და ეს არის ერთი უსაშველო მარათონი ამ ადამიანების წარსულიდან განრიდების.

გაურბიან თავის წარსულს, არ უნდათ ამ წარსულის გახსენება, არადა წარსული ახსენებს ყველაფერს იმას რა უკეთებიათ ამ ადამიანებს, მათ ბელადებს, მათ გულშემატკივრებს, მათ პატრონებს საქართველოში. არა მხოლოდ სხვათა შორის 12 წლამდე, არამედ 12 წლის მერეც რა უკეთებიათ ამ ადამიანებს ქართულ პოლიტიკაში. ასე რომ, არაფერი ახალი ამაში არ არის და ეს არის უბრალოდ გადამღერება იმ ძველისა, რაც მე მგონი არც არავის დავიწყებია და რაც ძალიან მძიმე ასოციაციებს იწვევს ადამიანების შეგნებაში“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics