07:36 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-12 14:01:01, 767 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - არ მინდა დავით არახამიასთან პოლემიკაში შესვლა - მინდა, უკრაინას მშვიდობა ვუსურვო

ქართველ ხალხს ისტორიულად ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა უკრაინელ ხალხთან, მას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე „ურთიერთობის ნორმალიზებასთან" დაკავშირებით უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ის არ აპირებს არახამიასთან პოლემიკაში შესვლას, უკრაინას კი მშვიდობას უსურვებს.

„ქართველ ხალხს ისტორიულად ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა უკრაინელ ხალხთან. ამას ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს. ჩვენ გვერდით ვუდგავართ მათ. ეს გამოიხატება კონკრეტული ქმედებებით, მაგალითად, ავიღოთ საერთაშორისო პლატფორმები, შეგიძლიათ მოიძიოთ, რამდენჯერ გამოვხატეთ თანადგომა, გავგზავნეთ ჰუმანიტარული დახმარება. საქართველოში ჩამოსული უკრაინელების მხარდაჭერა დღესაც გრძელდება და სამომავლოდაც შენარჩუნდება. რაც შეეხება აღნიშნულ განცხადებას, არ მინდა პოლემიკაში შევიდე დავით არახამიასთან, მინდა, უკრაინას მშვიდობა ვუსურვო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს, იქნება ეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება თუ სხვა.

„რაც შეეხება ფრენების შეწყვეტასა და სანქციების მიერთებას,  ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ, ვერ და არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რაც შეიძლება დამაზიანებელი იყოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. მიხეილ სააკაშვილი კი ბრალდებულია კონკრეტულ საქმეებში, მას მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, შესაბამისად, ყველა ადამიანს მოუწევს კანონის წინაშე პასუხის გება“, - განმარტა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 11 მარტს საქართველოს მთავრობამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ".

საქართველოს მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია და დაასახელა 3 პუნქტი, რომელიც მისი თქმით, საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სჭირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics