07:36 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-12 10:52:52, 771 ნახვა

პოლიტიკა
არახამია - დაგვიბრუნონ სააკაშვილი, შეწყვიტონ რუსეთთან ავიამიმოსვლა - ურთიერთობების ნორმალიზება მარტივად წარიმართება

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია საქართველო-უკრაინის ურთიერთობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის განცხადებას ეხმაურება.

არახამია Telegram-ზე 3 პუნქტს ასახელებს, რომელთა შესრულებაც, მისი თქმით, საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სჭირდება.

„თუ მართლა ვისაუბრებთ „ნორმალიზებაზე", მაშინ ამისთვის არსებობს გეგმა:
1. გაათავისუფლონ და დაგვიბრუნონ ჩვენი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი;
2. შეწყვიტონ რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა, რასაც თვითონ ქართველი ხალხი ითხოვს;
3. შეწყვიტონ აგრესორის დახმარება სანქციების თავიდან არიდების ნაწილში.

ასეთ შემთხვევაში, ურთიერთობების ნორმალიზება მარტივად წარიმართება",- წერს არახამია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ, 11 მარტს საქართველოს მთავრობამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics