09:09 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-08 14:26:32, 706 ნახვა

პოლიტიკა
დავითულიანი - გვყავს რამდენიმე NGO, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობენ პოლიტიკაში და ამავდროულად ფინანსდებიან საერთაშორისო ფონდებისგან

ფაქტია, რომ ხდება არასამთავრობო სექტორის ნაწილის ინსტრუმენტალიზაცია ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან. ჩვენ გვყავს არასამთავრობო სექტორის სახელით ცნობილი  რამდენიმე NGO, რომლებსაც აქვთ მსუყე დაფინანსება, პირდაპირ, უშუალოდ მონაწილეობენ პოლიტიკაში და ამავდროულად ფინანსდებიან საერთაშორისო ფონდებისგან,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

დავითულიანის თქმით, „დაფინანსების პრობლემა არ არის, თუმცა თუ არასამთავრობო სექტორს სურს, საქმიანობდეს, როგორც პოლიტიკური პარტია, ამ შემთხვევაში, რეგულაციის მიხედვით, უცხოური ფონდიდან დაფინანსებას არ უნდა იღებდეს". 

„დაფინანსების პრობლემა კი არ არის, უბრალოდ თუ არასამთავრობო ორგანიზაცია გქვია, უნდა მოიპოვებდე გრანტებს უცხოური ფონდებიდან, მაგრამ თუ გინდა პოლიტიკურ პარტიად საქმიანობდე, როგორც პოლიტიკური პარტია, იქ სრულიად სხვა რეგულაციებია და უცხოური ფონდიდან დაფინანსებას არ უნდა იღებდე. ჩვენთან ეს არის აღრეული, რაც ცუდია როგორც პოლიტიკისთვის, ცუდია პირველ რიგში, არასამთავრობო სექტორისთვის იმიტომ, რომ  ზიანდება არასამთავრობო სექტორი, როდესაც ხდება მისი პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება და ეს რომ ხდება ფაქტია“,-აღნიშნა დავითულიანმა.

მისივე თქმით, „არიან კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც იღებენ საერთაშორისო დაფინანსებას და პოლიტიკური მიზნები გააჩნიათ".

„ჩვენ ვიცით კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც იღებენ საერთაშორისო დაფინანსებას, პოლიტიკური მიზნები გააჩნიათ, ამბობენ, რომ ხელისუფლება უნდა შეცვალონ. შეცვალონ არა როგორც დემოკრატიული პროცესის ხელშეწყობის მიზნით, არამედ უნდა შეცვალონ და მოიყვანონ მათთვის მისაღები და მათი თანამზრახველი პარტიები ხელისუფლებაში. ეს განაცხადა მაგალითად ეკა გიგაურმა პირდაპირ ოპოზიციური მიტინგიდან. თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა დავაკომპლექტოთ დროებითი მთავრობა. გამოვიდა და პირდაპირ თქვა - ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და პოლიტიკური მიზანი გაგვაჩნია. ამის მერე ის აგრძელებს დაფინანსების მიღება. ჩვენ ვიცით სხვა პოლიტიკური პარტიის წევრებიც, რომლებიც ასევე იღებენ დაფინანსებას და ირიბად ფინანსდება საერთაშორისო ფონდებიდან, ეს არის ფაქტი“,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics