10:44 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-03 10:45:42, 777 ნახვა

პოლიტიკა
სასტუმრო პულმან თბილისი პუტინის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის ღონისძიებას არ უმასპინძლებს

სასტუმრო პულმან თბილისი აქსის თაუერსი კონფერენცია OpenTalks.AI-ს, რომელსაც ვლადიმერ პუტინის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ატარებს, აღარ უმასპინძლებს.

როგორც სასტუმროს განცხადებაშია აღნიშნული, მას შემდეგ რაც მენეჯმენტისთვის ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია გახდა ცნობილი, მათ კონფერენციის სასტუმროს სივრცეში ჩატარებაზე უარი თქვეს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ მას შემდეგ რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა დამატებითი ინფორმაცია კონფერენცია OpenTalks.AI შესახებ, სასტუმრო პულმან თბილისი აქსის თაუერსის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ღონისძიება აღარ ჩატარდეს სასტუმროს ტერიტორიაზე.

გადაწყვეტილება კონფერენციის OpenTalks.AI-ში გაუქმების შესახებ, მიუხედავად პოტენციური ფინანსური შედეგებისა, ხაზს უსვამს პულმანის ერთგულებასა და ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისო თანამშრომლობისა და ღირებულებების პრინციპებისადმი. სასტუმრო ყოველთვის ღიაა უმასპინძლოს ნებისმიერი სახის ღონისძიებას, რომელიც ხელს უწყობს ინკლუზიურობას და ქმნის უსაფრთხო და სტუმართმოყვარე გარემოს", - წერია განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია, Skolkovo [Сколково], თბილისში 6-7 მარტს, "დამოუკიდებელი საერთაშორისო კონფერენციის" - OpenTalks.AI-ის ჩატარებას გეგმავს.

ცნობილია, რომ Skolkovo-ს გარდა, ღონისძიების პარტნიორებს შორის შედის რუსული სანქცირებული ბანკი VTB, რუსული ოპერატორი MTS, აშშ-ის მიერ სანქცირებული ბანკი SberBank და კომპანია MegaFon, ასევე კანადის მიერ სანქცირებული მობილური ოპერატორი - Rostelecom.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაცია Skolkovo გასცემს გრანტებს და აფინანსებს პროექტებს ოკუპირებულ აფხაზეთში, სოჭში. ამავე ადგილას გაიმართება მსოფლიოს ახალგაზრდული ფესტივალი, რომელსაც 40 პრორუსი ქართველი დელეგატი დაესწრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა
საკრუიზო გემზე MV Hondius ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა
ტრამპი ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების და ტანკერების გათავისუფლების ოპერაციას იწყებს
OPEC+-ის შვიდმა ქვეყანამ ნავთობის მარაგების გაზრდის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics