|
2024-03-01 15:22:44, 1016 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - თუ ვინმე ამბობს, რომ ვერ დაუჭერენ მხარს პროპაგანდის პრევენციას, მაშინ ისინი პროპაგანდის მხარეს დგანან
თუკი ვინმე ამბობს, რომ ვერ დაუჭერენ მხარს პროპაგანდის პრევენციას, მაშინ ისინი დგანან პროპაგანდის მხარეს. როდესაც ისინი [ოპოზიციონერები] უკავშირებენ სხვადასხვა საკითხებს სპეკულაციურად ამ თემებს, ყველამ უნდა გაიაზროს კარგად, რომ პრინციპული პოზიცია არის დასაფიქსირებელი, რა წინადადებები აქვთ - რით შეიძლება ეს პროპაგანდა დავაზღვიოთ და პრევენცია მოვახდინოთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი გამზადებული სახით არ შესთავაზა ოპოზიციას "იმ მიზნით, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა იმ ნორმების და წინადადებების შემუშავებაში, რაც ქართულ საზოგადოებას ფსევდოლიბერალიზმის მავნე ზეგავლენისგან დაიცავს". "მათ [ოპოზიციას] რომ რაღაცების სპეკულაცია ვერ მოეხერხებინათ, ჩვენ ხომ კანონპროექტი გამზადებული სახით არ შევთავაზეთ მათ? - მობრძანდით და თქვენ დაწერეთ ნორმა, პრევენცია რით მოვახდინოთ. იქნებ მისაღებია, იქნებ ეს ნორმა უზრუნველყოფს ყველა სტანდარტის დაცვით, კონსტიტუციის მე-2 თავის ყველა პუნქტის, ყველა პრინციპის დაცვით პროპაგანდის პრევენციას. რას არ დაუჭერენ მხარს? ვეუბნებით - აბა, მოიტანეთ თქვენი წინადადებები, როგორ გადავარჩინოთ ქართული საზოგადოება ამ მავნე ზეგავლენისგან, ჩვენი მომავალი თაობები როგორ დავიცვათ მავნე ზეგავლენისგან. უფლებების დაცვის კონტექსტში არ ვეხებით არაფერს. კი არ მოაქვთ საკითხები და კი არ გვთავაზობენ რამეს, არამედ პირდაპირ გვემიჯნებიან - ეს ნიშნავს პროპაგანდის მხარეს დგომას",- თქვა მდინარაძემ. ცნობისთვის, გუშინ, 29 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დასაცავად" კანონპროექტს ამზადებენ.
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ 52 სენატორით მოიპოვა უმრავლესობა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)