12:18 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-29 12:45:49, 549 ნახვა

პოლიტიკა
მაჭარაშვილი ზურაბიშვილზე - შეწყალებით, ის პრაქტიკულად შეეხიდება და „ვივამედში“ დაჯდება სააკაშვილთან

ამ რეზოლუციას ჰქვია ევროპარლამენტი ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ. თუ რამე აღვივებს ანტიდასავლურ განწყობებს საქართველოში, ეს არის სწორედ ასეთი ტიპის რეზოლუციები, ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს და ეუბნება, რომ კანონის დარღვევით გამოუშვან პატიმარი სააკაშვილი, - ასე ეხმაურება ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებას.

მაჭარაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "პრაქტიკულად შეეხიდება და "ვივამედში" დაჯდება მასთან ერთად".

"ამ რეზოლუციას ჰქვია ევროპარლამენტი ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ. თუ რამე აღვივებს ანტიდასავლურ განწყობებს საქართველოში, ეს არის სწორედ ასეთი ტიპის რეზოლუციები, ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს და ეუბნება, რომ კანონის დარღვევით გამოუშვან პატიმარი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ეს არის ზუსტად ანტიევროპული განწყობა და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ანტიდასავლური დეზინფორმაციის შეკავებაზე, ეს არის ზუსტად, შეიკავოს თავი ევროპარლამენტმა ასეთი რეზოლუციების მიღებისგან და აღარ იქნება ანტიდასავლური განწყობები.

ამ შეწყალებით, ის [პრეზიდენტი] პრაქტიკულად შეეხიდება და "ვივამედში" დაჯდება სააკაშვილთან",- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, 28 თებერვალს ევროპარლამენტმა ორი რეზოლუცია მიიღო, რომლებშიც საქართველოსადმი მხარდაჭერაა გამოხატული. ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ მისი მოთხოვნით, საქართველოს მხარდასაჭერ რეზოლუციაში ცვლილებები შეიტანეს, რომელთა შორის ერთ-ერთი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
მას შემდეგ რაც რეჟიმმა კომუნალური გადასახადები გააძვირა ხარჯი 6.5%-ით გაიზარდა, სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი
ოცნების პარლამენტის წევრი: აშშ-სთან ურთიერთობები ეტაპობრივად აღდგება
სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი" ამოიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics