13:53 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-28 15:10:33, 694 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ოპოზიციის დიდი ნაწილი საზღვარგარეთიდან ფინანსდება - ეს არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევის ტოლფასია

რაც უფრო მეტი და მეტი ინფორმაცია მჟღავნდება, ფაქტია და ვხედავთ, ოპოზიციურ პარტიებს შექმნილი აქვთ სქემა ყალბი NG0-ების მეშვეობით იმისთვის, რომ უკანონო შემოწირულებები მიიღონ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საუბარია უცხოეთიდან თანხების შემოდინებაზე და "როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის დიდი ნაწილი სწორედ საზღვარგარეთიდან ფინანსდება". 

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ "უცხოეთიდან ჩარევა საფრთხეს წარმოადგენს და მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის ტერიტორიიდან ხდება ჩარევა, ეს აუცილებლად უნდა შეწყდეს". 

"საუბარი გვაქვს უცხოეთიდან დაფინანსებაზე. ფაქტობრივად, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის დიდი ნაწილი პირდაპირ ფინანსდება საზღვარგარეთიდან. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელი, ეს ტოლფასია საქართველოს არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევის. 

უცხოეთიდან ჩარევა არის ერთ-ერთი საფრთხე, რაც მოსალოდნელია ამ არჩევნებზე. უპირველეს ყოვლისა, ეს საფრთხე მომდინარეობს, რა თქმა უნდა, რუსეთიდან, მაგრამ ხაზს ვუსვამ, მნიშვნელობა არ აქვს, საიდან იქნება ჩარევა. ჩარევა მოხდება რუსეთის, ევროკავშირის თუ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიიდან, ნებისმიერის ჩარევა არის ქართველი ხალხის არჩევანში ჩარევა და სწორედაც რუსული სტილია და უნდა შეწყდეს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
ერევანში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტის პლენარული სესია გაიხსნა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics