2024-02-28 09:27:58, 1165 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 10 დრონი გავანადგურეთ
უკრაინამ, 28 თებერვლის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 10 დრონი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან დაფიქსირდა.
"საჰაერო ძალების ძალისხმევით და საჰაერო თავდაცვასთან თავდაცვის ძალების თანამშრომლობით, განადგურდა Shahed-ის ტიპის 10 დრონი. საჰაერო შეტევის მოგერიებაში საზენიტო-სარაკეტო დანადგარები და მობილური სახანძრო ჯგუფები იყვნენ ჩართული.
დრონები ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში ჩამოვაგდეთ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,