15:24 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-25 12:43:35, 976 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ჩვენ შეგვწევს ძალა და გვაქვს მიზანი, რომ ოკუპაცია დავასრულოთ

ეს დღე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი და ტრაგიკულია - საქართველოს პირველი რესპუბლიკის მარცხი საბჭოთა რეჟიმთან და ქართული სახელმწიფოს ოკუპაცია,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საბჭოთა ოკუპაციის 103-წლისთავს.

როგორც პაპუაშვილის სოციალურ ქსელში წერს, დღეს საქართველოს შესწევს ძალა და აქვს მიზანი, რომ ოკუპაცია დაასრულოს.

"მიუხედავად ქართველ პატრიოტთა დიდი ძალისხმევისა, მაშინდელმა ახლადშექმნილმა რესპუბლიკამ ვერ შეძლო გამკლავებოდა ბოროტ ძალას, რომელმაც ჩვენ ქვეყანას მოუსპო განვითარების და თავისუფლების პერსპექტივა.

ოკუპაცია დღესაც გრძელდება. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს კვლავ მოუხდა უთანასწორო ბრძოლაში შესვლა. დღესაც ჩვენი სახელმწიფოს ძირძველი ნაწილი ოკუპირებულია.

განსხვავებით გასული საუკუნის 20-იანი წლებისა, დღეს ჩვენ გაცილებით ძლიერი, სუვერენული და თავდაჯერებულები ვართ. ჩვენ შეგვწევს ძალა და გვაქვს მიზანი, რომ დავასრულოთ ოკუპაცია, გავამთლიანოთ ქვეყანა და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი",- წერს პაპუაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა - წელს ამ თარიღიდან 103 წელი გავიდა. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად გამოცხადდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics