|
2024-02-23 15:05:35, 744 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - პრაქტიკა შეიცვალა, ევროპარლამენტში უსამართლო რეზოლუციები აღარ მიიღება
ევროპარლამენტში 2022 წელს მიღებულ იქნა 3 სხვადასხვა რეზოლუცია, რომელიც იყო აბსოლუტურად უსამართლო, მოგვიწია ამ უსამართლო რეზოლუციების გაკრიტიკება და მადლობა მათ შორის ქალბატონ რობერტა მეცოლას იმისთვის, რომ ამის შემდეგ დამკვიდრდა სწორი პრაქტიკა, ასეთ რეზოლუციები დიდი ხანია აღარ მიიღება ევროპარლამენტის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, ზაფხულში ევროპარლამენტის არჩევნები ტარდება და საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია, რომ მაქსიმალურად განაახლოს ურთიერთობები ევროპარლამენტთან და ჰქონდეს მჭიდრო ურთიერთობა, მათ შორის იმისთვის, რომ თუნდაც სამომავლოდ გამოირიცხოს ნებისმიერი გაუგებრობა. „რაც შეეხება შეხვედრას ქალბატონ რობერტა მეცოლასთან. გვქონდა ძალიან გულწრფელი საუბარი, ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის კონკრეტულად ამ საკითხზე, რაც უკავშირდება იმ გაუგებრობებს, რაც არსებობდა საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის. სხვათა შორის, პირველი მან ახსენა ეს საკითხი და მადლობა მას ამისათვის. თქვენ გახსოვთ, მიღებულ იქნა 2022 წელს 3 სხვადასხვა რეზოლუცია, რომელიც იყო აბსოლუტურად უსამართლო და ჩვენ მოგვიწია რა თქმა უნდა, ამ უსამართლო რეზოლუციების გაკრიტიკება და მადლობა მათ შორის ქალბატონ რობერტა მეცოლას იმისთვის, რომ დამკვიდრდა ამის შემდეგ სწორი პრაქტიკა, ასეთ რეზოლუციები უკვე დიდი ხანია აღარ მიიღება ევროპარლამენტის მხრიდან, შესაბამისად, კარგია, რომ ჩვენმა რეაქციამ იქონია გავლენა პროცესების სწორედ განვითარებაზე. მე დეტალებში აღარ შევალ, რაში გამოიხატებოდა ის უხეში უსამართლობა, რომელიც დაფიქსირებული იყო ამ რეზოლუციებში, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან კარგია, რომ პრაქტიკა შეიცვალა, ასეთი ტიპის უსამართლო რეზოლუციები აღარ მიიღება ევროპარლამენტში, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, გამოვთქვათ ოპტიმისტური იმედი, რომ ურთიერთობები განვითარდება პოზიტიური კუთხით. უახლოეს მომავალში ტარდება ევროპარლამენტის არჩევნები, ზაფხულში ჩატარდება ეს არჩევნები, დაკომპლექტდება თავიდან ევროპარლამენტი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ მაქსიმალურად განვაახლოთ ურთიერთობები ევროპარლამენტთან და გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა, მათ შორის იმისთვის, რომ თუნდაც სამომავლოდ გამოირიცხოს ნებისმიერი გაუგებრობა", - განაცხადა კობახიძემ.
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)