|
2024-02-22 14:15:28, 648 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციაზე - ვერავინ გაბედავს ქვეყანაში არეულობის შემოტანას, დაპირისპირებას და სისხლისღვრას
ოპოზიციის წარმომადგენლები არც ისეთი სულელები არიან. იციან არჩევნების გზით ვერ გაიმარჯვებენ და რჩებათ ერთადერთი გზა - ქვეყანაში არეულობა მოაწყონ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები „რევოლუციური პროცესებისთვის მზადყოფნაზე ყველა არჩევნების წინ საუბრობენ, თუმცა ქვეყანაში არეულობას და სისხლისღვრას ვერავინ გაბედავს“. „ეს სიახლე არაა. ჩვენ ვიცით მათი ზრახვები. ყველა არჩევნების წინ ვისმენთ მსგავს განცხადებებს. ოპოზიციის წარმომადგენლები არც ისეთი სულელები არიან და ძალიან კარგად ესმით, რომ არჩევნების გზით გამარჯვებას ვერ შეძლებენ. რჩებათ ერთადერთი გზა - ქვეყანაში არეულობა მოაწყონ. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას, რომ არავის არაფერი გამოუვა და ვერავინ გაბედავს არეულობის შემოტანას, დაპირისპირებას და სისხლისღვრას“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, ქართველი ხალხი მხარს არ დაუჭერს ჯგუფებს, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. „როგორ შეიძლება ქართველმა, ღირსეულმა, თავის სამშობლოზე შეყვარებულმა ადამიანმა მხარი დაუჭიროს იმ რადიკალურ ჯგუფებს, რომელსაც დღეს ოპოზიცია წარმოადგენს?! ეს ადამიანები დაკავებული არიან ქვეყნის მტრობით, ჯერ ბრიუსელში დარბოდნენ, რომ ასოცირების ხელშეკრულება არ გაგვეფორმებინა, ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეეჩერებინათ. შემდეგ კი ცდილობდნენ, ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. როგორ შეიძლება ასეთ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს, ქართველი ხალხისგან მხარდაჭერა ჰქონდეთ?!“, - დასძინა თბილისის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)