16:51 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-21 19:43:52, 597 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია - ამ რთულ დროს მოკავშირეებმა ერთიანობის დემონსტრირება უნდა გააგრძელონ

საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელონ უპრეცედენტო ერთიანობის, წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებისადმი მტკიცე ერთგულების დემონსტრირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ იენს სტოლტენბერგს მიმართა და განაცხადა, რომ მადლიერებას გამოხატავს ნატოს მიმართ მისი მტკიცე და მუდმივი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„ნება მიბოძეთ, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლიერება ნატო-ს მიმართ მისი მტკიცე და მუდმივი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველო არის ნატო-ს ყველაზე ახლო და თავსებადი პარტნიორი. ჩემი პირველი საგარეო ვიზიტი ბრიუსელში, როგორც საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის, კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ პარტნიორობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics