|
2024-02-21 16:05:29, 640 ნახვა
პოლიტიკა
ხუციშვილი ვაშაძეს - თუ როგორ განხორციელდა ინფლაციის მართვა და შემცირება, ერთი-ერთი სამაგალითო ქვეყანაა ამ კუთხით საქართველო
თუ როგორ განხორციელდა ინფლაციის მართვა და შემცირება, ერთი-ერთი სამაგალითო ქვეყანაა ამ კუთხით საქართველო, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ხუციშვილის თქმით, აქცენტი უნდა გაკეთდეს არა ერთ, რომელიმე კონკრეტულ პროდუქტზე არამედ მთლიანად ინფლაციის მაჩვენებელზე. „ინფლაციის კუთხით თუ ავიღებთ ჩვენს სამეზობლო ქვეყნებს, ინფლაცია გაცილებით მაღალი იყო ყოველთვის, ვიდრე ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებშია. თუმცა, თუ ვისაუბრებთ დღეს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, რეგიონისა და ასევე უფრო ფართოდ ევროკავშირის ქვეყნების ჭრილში, ვფიქრობ თუ როგორ განხორციელდა ინფლაციის მართვა და შემცირება, ერთი-ერთი სამაგალითო ქვეყანაა ამ კუთხით საქართველო. ბოლო 8 თვის განმავლობაში ინფლაციის მაჩვნებელი 1%-ზე დაბალია, ხოლო ბოლო 10 თვის განმავლობაში ინფლაციის მაცვენებელი არის მიზნობრივი, ანუ 3%-ის ფარგლებში. პრაქტიკულად, ძალიან იშვიათად ნახავთ ქვეყანას ბოლო 10 თვის ან/და ერთი წლის განმავლობაში, სადაც ფასების დონის ასეთი სტაბილიზაცია მოხერხდა. თუ ავიღებთ ბევრ განვითარებულ ქვეყანას, სადაც ტრადიციულად შედარებით დაბალია ინფლაცია და ბუნებრივია ეკონომიკური ზრდაც დაბალია, მათთან შედარებითაც საქართველომ კარგად შეძლო ინფლაციის მოლოდინების მართვა. ის პოლიტიკა, რასაც საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ახორციელებს, უზრუნველყოფს რომ გრძელვადიან პერიოდშიც ინფლაცია ყოველთვის იყოს მიზნობრივ მაჩვენებელში. მიზნობრივ მაჩვენებელში იყო საშუალო წლიური ინფლაცია გასულ წელსაც, რომელმაც 2,5% შეადგინა, თუმცა, გასული წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ინფლაციის და ფასების დონე მნიშვნელოვნად დასტაბილურდა, განსხვავებით ძალიან ბევრ სამეზობლო ქვეყანასთან, მათ შორის თქვენ მიერ ნახსენებ ქვეყნებთან შედარებით, სადაც შედარებაც არ შეიძლება იმდენად განსხვავდება ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით საქართველო" - განაცხადა ხუციშვილმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)