16:52 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-21 15:04:23, 581 ნახვა

პოლიტიკა
დანიგანი კობახიძეზე - კმაყოფილი ვარ, რომ პირველად ბრიუსელს ეწვია - იმედი მაქვს, მომდევნო წლებში საქართველოს EU-ის წევრად ვიხილავთ

ძალზედ კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველად ბრიუსელს ეწვია. იმედი მაქვს, მომდევნო წლებში საქართველოს ევროკავშირის წევრად ვიხილავთ, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

დანიგანის თქმით, აშშ-ის მთავარი პრიორიტეტი საქართველოს მხარდაჭერაა იმ გარდაქმნების პერიოდში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ხდება.

„საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან მტკიცეა სხვადასხვა სფეროში - უსაფრთხოების სექტორში, განათლების სფეროში, ჯანდაცვაში, ადამიანებს შორის კავშირები მტკიცეა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს მხარდაჭერა იმ გარდაქმნების პერიოდში, როდესაც საქართველო ხდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი პირველი, რაც საქართველოში ჩამოსვლისას გავაკეთე, იყო ვიზიტი ბრიუსელში, სადაც ვისაუბრე ევროკავშირის კანდიდატობაზე. ძალზედ კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველად ბრიუსელს ეწვია. იმედი მაქვს, მომდევნო წლებში ჩვენ საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად“, - განაცხადა დანიგანმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი: იმედი მაქვს, 2028 წელს აზერბაიჯანს ვესტუმრები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics