20:15 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-12 10:15:23, 846 ნახვა

პოლიტიკა
ორბანი - 2008 წელს შესაძლებელი იყო უკრაინისა და საქართველოს EU-სა და ნატოში მიღება - მათ ეს შანსი ხელიდან გაუშვეს

2008 წელს შესაძლებელი იყო უკრაინისა და საქართველოს მიღება ევროკავშირსა და ნატოში, თუმცა მათ ეს შანსი ხელიდან გაუშვეს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

ორბანის თქმით, აღნიშნულის შემდეგ რუსეთი გაძლიერდა და "ახლა ამ პროცესს აღარ დაუშვებს".

მისივე თქმით, საუკეთესო პერსპექტივაა, რომ უკრაინა რუსეთსა და დასავლეთს შორის "ბუფერულ ზონად" დარჩეს, რაც უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიებს უზრუნველყოფს.

"მოსწონთ თუ არა უკრაინელებს, უკრაინა არის იქ, სადაც ის რუკაზეა. საუკეთესო პერსპექტივაა, რომ ის იყოს ბუფერული ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის - უსაფრთხოების გარანტიებით, რა თქმა უნდა. თუ ეს ვერ მოხერხდა, უკრაინა გააგრძელებს ტერიტორიების დაკარგვას. 

რუსეთი გაანადგურებს უკრაინას, ისევ და ისევ. რუსეთი არასდროს შეეგუება თავის საზღვრებზე ევროკავშირისა და ნატოს ისეთი წევრის ყოლას, როგორიც უკრაინაა", - განაცხადა ორბანმა.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი 2024 წელს არ დასრულდება და აუცილებელია, სულ მცირე, უზრუნველყოფილი იყოს ცეცხლის შეწყვეტა, ხოლო სიტუაცია მივიდეს იმ "ფაზამდე", რომელშიც მოლაპარაკებების წარმართვა შესაძლებელი იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება - ევროკომისიის ანგარიში
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics