|
2024-02-11 16:56:16, 1019 ნახვა
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი და ლიბანი ადასტურებენ, რომ ომი არ არის გამოსავალი - მის გაფართოებას არასდროს ვცდილობდით
ირანი და ლიბანი ადასტურებენ, რომ ომი არ არის გამოსავალი და ჩვენ არასდროს ვცდილობდით მის გაფართოებას,- ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა ლიბანელ კოლეგასთან, აბდალა ბუ ჰაბიბთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამირაბდოლაჰიანმა გააფრთხილა ისრაელი, არ გადადგას ნაბიჯი ლიბანის წინააღმდეგ, რაც მისი თქმით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს "ბოლო დღე" იქნება. "ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც "სიონისტური რეჟიმი" გადადგამს ლიბანზე ფართო თავდასხმისკენ, იქნება ნეთანიაჰუს ბოლო დღე და დაასრულებს სტატუსკვოს რეგიონში. ღაზას სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე განვითარებულ მოვლენებს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა პოლიტიკური გადაწყვეტისა",- განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ირანმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასული ოთხი თვის განმავლობაში ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე ომსა და "ჰეზბოლას" შესახებ ისაუბრეს, რა დროსაც ვაშინგტონმა თეირანს "სთხოვა, მოუწოდოს "ჰეზბოლას", სრულად არ ჩაერთოს ისრაელის წინააღმდეგ ომში". მინისტრის თქმით, ღაზაში საომარი მოქმედებების პოლიტიკურ გადაწყვეტასთან დაკავშირებით, თეირანი მოლაპარაკებებს საუდის არაბეთთან აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)