00:29 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-09 18:34:40, 862 ნახვა

პოლიტიკა
ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობისა და ჩემი სახელით მსურს გულწრფელად მოგილოცოთ

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრი, ლი ჩიანგი, ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, როგორც ლი ჩიანგი ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, ის მზად არის, საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრთან ერთად იმუშაოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

"თქვენო აღმატებულებავ, მოხარული ვარ, რომ თქვენ მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შესახებ შევიტყვე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობისა და ასევე ჩემი სახელით, მსურს, გულწრფელად მოგილოცოთ. ამჟამად, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ჯანსაღ იმპულსს იძენს, მყარდება ორმხრივი პოლიტიკური ნდობა, " ერთი სარტყელი, ერთი გზის" თანამშრომლობა სტაბილურად პროგრესირებს და საერთაშორისო ურთიერთობებში კოორდინაცია უფრო მჭიდრო ხდება. მზად ვარ, თქვენთან ერთად, თანამშრომლობა გავაღრმაოთ ჩინეთსა და საქართველოს შორის, რათა ერთობლივი ძალისხმევით, ხელი შევუწყოთ ორმხრივი კავშირების შემდგომ განვითარებას. საქართველოს ვუსურვებ კეთილდღეობას და ქართველ ხალხს ბედნიერებას და ჯანმრთელობას", - ნათქვამია ჩინეთის პრემიერ-მინისტრის წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics