|
2024-02-06 18:17:42, 812 ნახვა
მსოფლიო
მიშელი - უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება, ეს ჩვენი მორალური მოვალეობაა
უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება, ეს ჩვენი მორალური მოვალეობაა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ერვოპარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მიშელი აღნიშნავს, უკრაინის დასახმარებლად გაღებული თითოეული ევრო ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში ჩადებული ინვესტიციაა. "უკრაინის მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება. ეს ჩვენი მორალური მოვალეობაა. ინვესტიციაა ჩვენს უსაფრთხოებაში და მშვიდობიან მომავალში. ჩვენ გვმართებს ჩვენი მომავალი თაობების, ჩვენი შვილების და შვილიშვილების წინაშე. ისევე, როგორც მათ, ვინც ჩვენამდე იყო, ჰქონდათ ხედვა და პასუხისმგებლობა აეშენებინათ ღირებულებაზე დაფუძნებული პროექტი. ახლა გამოწვევაზეა დამოკიდებული, თითოეული ევრო უკრაინის დასახმარებლად არის ინვესტიცია ჩვენი უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, მომდევნო ათწლეულებში", - განაცხადა მიშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)