|
2024-02-01 11:02:57, 604 ნახვა
საზოგადოება
ანალიტიკოსების შეფასება და მოსალოდნელი ფასი - „თიბისის“ ციფრულ ბანკში საინვესტიციო პლატფორმას 2 ახალი ფუნქციონალი დაემატა
„თიბისის“ ციფრულ ბანკში საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებას, საინვესტიციო პლატფორმაზე 2 ახალი ფუნქციონალი გაგიმარტივებს. ანალიტიკოსების შეფასება საინვესტიციო პლატფორმაზე სასურველი კომპანიის ან ფონდის გვერდზე, უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების შეფასებას გაეცნობი. აქ, შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლებით, 3 ტიპის შეფასება დაგხვდება:
რაც უფრო მაღალია აქტივის ყიდვის მხარდამჭერების პროცენტული მაჩვენებელი, მით უფრო პოზიტიური მოლოდინი აქვს უოლ-სტრიტს მოცემულ კომპანიასთან დაკავშირებით. ამის საპირისპიროდ, თუკი ანალიტიკოსების უმრავლესობას ნეიტრალური ან ნეგატიური შეფასება აქვს, მაშინ, ამ კომპანიაში ინვესტირება რეკომენდებული არ არის. პროგნოზის გაკეთებისას, ანალიტიკოსები კომპანიის ფინანსურ შედეგებს სწავლობენ, სექტორს იკვლევენ, მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს ეცნობიან და საბაზრო ტენდენციებს აკვირდებიან. როგორც წესი, უოლ-სტრიტის პროფესიონალ ანალიტიკოსს უკეთ შეუძლია კომპანიის პოტენციალის შეფასება და პროგნოზის გაკეთება, ვიდრე ჩვეულებრივ ინვესტორს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანალიტიკოსები არ ცდებიან. მართალია, ყოველი ანალიტიკოსის ინტერესია მაქსიმალურად ზუსტი პროგნოზის გაკეთება, თუმცა, მომავლის ზედმიწევნით განსაზღვრა შეუძლებელია და ზოგჯერ, საფონდო ბირჟაზე მოვლენები ანალიტიკოსების მოლოდინების საპირისპირო ტენდენციითაც ვითარდება. სწორედ ამიტომ, ინვესტირებისას, ანალიტიკოსების შეფასებასთან ერთად, სხვა ფაქტორები და რისკებიც უნდა გაითვალისწინო. მოსალოდნელი ფასი საინვესტიციო პლატფორმაზე, ანალიტიკოსების შეფასების ქვემოთ, ახალი ფანჯარა აქტივის საშუალო მოსალოდნელ ფასს გიჩვენებს, რაც ანალიტიკოსების პროგნოზირებული საშუალო მაჩვენებელია. ანუ, უოლ-სტრიტის პროგნოზით, 1 წლიან პერიოდში, აქტივის ღირებულება სავარაუდოდ სწორედ ამ ფასს მიაღწევს. ფასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთებისას, ანალიტიკოსები ფინანსურ მოდელებს, სტატისტიკურ მონაცემებსა და ტექნიკურ ინდიკატორებს იყენებენ. მოსალოდნელი ფასი, შესაძლოა, მეტი ან ნაკლები იყოს მიმდინარე ფასზე. მაგალითად, თუ საშუალო მოსალოდნელი ფასი 10%-ით მეტია ამჟამინდელ ფასზე, ეს ნიშნავს, რომ 1 წლიან პერიოდში, ანალიტიკოსები მოცემული კომპანიის აქციების დაახლოებით 10%-იან ზრდას პროგნოზირებენ. საშუალო ფასთან ერთად, აქტივის მინიმალური და მაქსიმალური მოსალოდნელი ფასებიც დაგხვდება. ყველა ანალიტიკოსს განსხვავებული მოლოდინი აქვს, ეს 2 მაჩვენებელი კი მათ ყველაზე პოზიტიურ და ნეგატიურ პროგნოზებს ასახავს. როგორც წესი, გამართლების ყველაზე მაღალი შანსი საშუალო მოლოდინს აქვს, თუმცა, გაითვალისწინე, რომ ეს გარანტირებული პროგნოზი მაინც არ არის. „თიბისის“ ციფრულ ბანკში ახალი ფუნქციონალებით, საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო მარტივი გახდა, ამიტომ, არ გადადო, დააბანდე!
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)