|
2024-01-29 12:06:30, 797 ნახვა
საზოგადოება
ალგეთის ეროვნულ პარკში მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 40 000 ქვირითით დათევზიანდა
მდინარეების დათევზიანების პროგრამის ფარგლებში, ალგეთის ეროვნულ პარკში მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 40 000 ქვირითით დათევზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული, რადგან ასე გამოჩეკილი ლიფსიტი ველურ ბუნებაში ადაპტაციას მარტივად ახდენს. "მდინარეების ხრამი და მართალხევი დათევზიანების პროცესში მონაწილეობა, ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერებთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა მიიღო. 2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. სააგენტოს გეგმა წელიწადში მილიონზე მეტი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების დათევზიანებაა. ნაკადულის/მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა",- აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)