|
2024-01-28 18:42:21, 763 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის მწვრთნელთა პროფესიული გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება
თბილისის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს ოთხმა ეროვნულმა ფედერაციამ: ა(ა)იპ „საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია“, ა(ა)იპ „საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია“, ა(ა)იპ „საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია“ და ა(ა)იპ „საქართველოს რაგბის კავშირი“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული მწვრთნელების და „მწვრთნელთა მხარადაჭერის“ პროგრამით მოსარგებლე მწვრთნელების პროფესიული გადამზადების პროგრამა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, კურსის დასრულების შემდგომ, 29 იანვარს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გაიმართება პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება და მონაწილე მწვრთნელებს სერთიფიკატები გადაეცემათ. "გადამზადების პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 200-მდე მწვრთნელმა. პროგრამა დაიწყო 2023 წლის ოქტომბერში და დასრულდა 2024 წლის იანვარში. კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ტრენინგებს, სადაც მწვრთნელები შესაბამის სახეობებში თანამედროვე ტენდეციებს გაეცნენ. გადამზადება საერთაშორისო სპეციალისტებმა განახორციელეს. კურსის დასრულების შემდგომ, 29 იანვარს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გაიმართება პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება და მონაწილე მწვრთნელებს სერთიფიკატები გადაეცემათ. ღონისძიებას ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრებიან. მონაწილე მწვრთნელებს შესაბამის სერტიფიკატებს გადასცემს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)