|
2024-01-28 15:22:12, 736 ნახვა
საზოგადოება
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტი გრძელდება
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტი გრძელდება - მედიკოსებმა სამედიცინო დაწესებულებასთან აქცია გამართეს. აქციაზე პერსონალმა სიმბოლურად რესპუბლიკურ საავადმყოფოს ცოცხალი ჯაჭვი შემოავლო და ამით კლინიკასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვტილება კიდევ ერთხელ გააპროტესტა. "აქ უსამართლობის გამო ვდგავართ. ანგრევენ კლინიკას, სადაც ჩვენ ვმუშაობთ. ანგრევენ კლინიკას, რომელმა კლინიკამაც წლებს გაუძლო. მოემსახურა საქართველოს მოსახლეობას 9 აპრილიდან დაწყებული, დღემდე მოყოლებული. მე მჯერა იმის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგანაც მართლები ვართ. ჩვენთან არ მოსულან და არ უთქვამთ, რომ იცით რა, ეს შენობა, ეს ტერიტორია გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს, თქვენ დაგაკმაყოფილებთ. ჩვენ არავის არ ვაინტერესებთ, სად წავალთ, როგორ წავალთ, როგორ დაიშლება ამდენი ხნის კოლექტივი",- განაცხადა აქციის მონაწილე ერთ-ერთმა ექიმმა "მთავარ არხთან" საუბრისას. ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი საავადმყოფო აშენდება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)