|
2024-01-28 11:38:08, 696 ნახვა
საზოგადოება
მერია - თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები გაიწმინდა
თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე, მოსული ნალექის გამო, შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, ტექნიკური მარილი დაიყარა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, გზები გაიწმინდა: წყნეთის, ბეთანიის, კოჯრის, შინდისის, წავკისის ცენტრალურ და შიდა ქუჩებზე, წყნეთი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, წყნეთი-სამადლოს გზატკეცილზე, ასევე, ტაბახმელაში, კიკეთში, პანტიანის გზაზე და სოფელ ახალდაბაში. "დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო მოძრაობის მხრივ, ამ დროისთვის, შეფერხებები არ ფიქსირდება. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ტექნიკური მარილის დაყრას, საჭიროების მიხედვით, სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს. თოვლიანობის გამო საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)