|
2024-01-26 16:04:12, 803 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროსთან რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების აქცია მიმდინარეობს
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ. სამედიცინო პერსონალი რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვტილებას აპროტესტებს. "ამ ეტაპზე ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას არ ვაპირებთ. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა დღეისთვის არის რესპუბლიკურის ნგრევის გადაწყვეტილების შეჩერება ან გაუქმება. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩვენ ვიფიქრებთ მინისტრთან ან სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე. ანუ ჩვენი ძირითადი მოთხოვნა რჩება უცვლელი - გაუქმდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს, სრულიად უსაფუძველო, სამარცხვინო - მე ვიტყოდი, ნგრევის გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე, ჩვენ სხვა რამეზე საუბარი არ გვაქვს",- განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენელმა, მაია სულაქველიძემ "TV პირველთან" საუბრისას. ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი საავადმყოფო აშენდება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)