2024-01-19 20:51:21, 1079 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - „ჰუსიტების“ წინააღმდეგ აშშ-ის სამხედროების ოპერაციები გაგრძელდება
იემენში „ჰუსიტების“ პოზიციების დაბომბვამ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები ვერ შეაჩერა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
როგორც ბაიდენი აღნიშნავს, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ აშშ-ის სამხედროების ოპერაციები გაგრძელდება.
ამასთან, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, საბრინა სინგჰმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ სურს რეგიონული კონფლიქტი და მის მოქმედებებს მხოლოდ თავდაცვითი ხასიათი აქვს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,