|
2024-01-19 11:59:29, 1092 ნახვა
მსოფლიო
ესტონეთი ტალინისა და ესტონეთის მიტროპოლიტ ევგენს თხოვს 6 თებერვლამდე დატოვოს ქვეყანა
ესტონეთი უბრძანებს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტს ევგენის (ერისკაცობაში ვალერი რეშეტნიკოვს) 6 თებერვლამდე დატოვოს ქვეყანა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ გაეგრძელებინა მისი ბინადრობის ნებართვა: შინაგან საქმეთა მინისტრი თვლის, რომ ტალინისა და სრულიად ესტონეთის მიტროპოლიტის საქმიანობა „საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას“. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის შინაგან უსაფრთხოების სამსახურის (ISS) წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი არაერთხელ შეხვდნენ რეშეტნიკოვს და განუმარტეს, რომ მან უნდა შეწყვიტოს კრემლის რეჟიმისა და რუსეთის სამხედრო ქმედებების გამართლება თავის საჯარო განცხადებებში. მაგრამ გაფრთხილების მიუხედავად, მან „არ შეცვალა თავისი ქცევა“, რომელიც აღიარებულ იქნა, როგორც „ესტონეთის ღირებულებებთან და იურიდიულ გარემოსთან შეუთავსებელი“. "საშიშროება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არაფერ შუაშია ეკლესიასთან, ეს ეხება კონკრეტულ პიროვნებას. ეს არ ეხება მთლიანად რელიგიურ მოძრაობას ან მორწმუნეებს, ჩვენ აქ პრობლემას ვერ ვხედავთ" - განაცხადა ინდრეკ არუმ ესტონეთის სასაზღვრო დაცვის უფროსმა. თავად მიტროპოლიტი უარყოფს, რომ ის საფრთხეს უქმნის ესტონეთს. "მე ყოველგვარი ომის წინააღმდეგი ვარ. ამიტომ, ყველაფერი ითქვა, ყველაფერი ნათქვამია ამ შეტყობინებებში, ამიტომ აქ ახალს ვერაფერს დავამატებ."- აცხადებს ტალინისა და სრულიად ესტონეთის მიტროპოლიტი ევგენი. რეშეტნიკოვს ჰქონდა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა ესტონეთში. უკანასკნელად გაგრძელდა ორი წლის წინ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებამდე.
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)