2024-01-19 11:51:16, 1211 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში, ბრიანსკის ოლქში ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა [ვიდეო]
რუსეთში, ბრიანსკის ოლქში ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. აღნიშნულის შესახებ ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა განაცხადა.
მისი თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ნავთობბაზაზე უკრაინული დრონის განადგურებისას ჩამოვარდნილი ჭურვი გახდა, რომელიც რეზერვუარს დაეცა.
„რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩაახშეს. სამიზნის განადგურებისას კლინცოვის ნავთობბაზის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალა ჩამოვარდა“, - განაცხადა გუბერნატორმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,