|
2023-12-18 14:13:48, 737 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - 2008 წელს რომ ყოფილიყო ივანიშვილი და „ოცნება“ ხელისუფლებაში, ომი არ მოხდებოდა
მე ეს არაერთხელ მითქვამს - 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში, ეს ომი არ მოხდებოდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "უპასუხისმგებლო მთავრობამ" ქვეყანას თავიდან ომი ვერ აარიდა. "აგვისტოს ომი იყო, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ამ ომის თავიდან არიდება. მეც არაერთხელ მითქვამს - 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში, ეს ომი არ მოხდებოდა. ჩვენ კარგად ვიცით და ბოლო პერიოდის განმავლობაში, საზოგადოებას ღიად ვესაუბრებოდით იმ რისკების შესახებ, რომლის წინაშეც გვიწევდა გამკლავება. საფრთხე იყო საკმაოდ რეალური, ეს არ იყო მოგონილი. იყო საფრთხე ქვეყნის დესტაბილიზაციის. ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ჯგუფები და მტრული ძალები პირდაპირ იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანა ჩაბმულიყო საომარ ვითარებაში. ჩვენ, ვინაიდან და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები, ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ჩვენ ხალხსა და ქვეყანას დაატყდეს თავს, ეს არის ომი, ეს ყველაზე დიდი განსაცდელი თავიდან ავარიდეთ და ავირიდეთ",- თქვა ღარიბაშვილმა.
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
ჰერჩინსკი - საქართველო ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)