22:42 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-15 16:32:52, 996 ნახვა

პოლიტიკა
ობრაიენი - ვულოცავთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს

ვულოცავთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ობრაიენი X-ზე (ყოფილი Twitter-ზე) წერს.

ობრაიენის თქმით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის "ამაღელვებელი მომენტია".

"შესანიშნავი სიახლე ევროპული საბჭოსგან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. ვულოცავთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებებს მათი ევროპული მისწრაფებების შესახებ. ამაღელვებელი მომენტია ჩვენი ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის", - წერს ობრაიენი.

შეგახსენებთ, გუშინ, 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. საბჭომ ასევე გადაწყვიტა, რომ ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც ქვეყანა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს​.

ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია ევროპული საბჭოსთვის 8 ნოემბერს გასცა. საქართველომ ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2022 წელს მიმართა. გასული წლის 3 მარტს, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics