|
2023-12-15 16:10:22, 1052 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ქართველი ხალხი რუსულ პარტიას ერთით ნულს უგებს
ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა რუსულ რეჟიმზე, ქართველი ხალხი უგებს ერთით ნულს რუსულ პარტიას,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში, სადაც კანდიდატის სტატუსის მიღებას აღნიშნავენ, თქვა, "წინ დიდი გამარჯვებაა". "ქართველი ხალხი ერთი ნულით დაწინაურდა "რუსულ ოცნებასთან" ბრძოლაში. ამ ბრძოლას ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. თინამ ახსენა და აუცილებლად მეც უნდა ვთქვა - ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველმა აღმართმა ევროკავშირის დროშა, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მას ვუსურვოთ თავისუფლება. ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და აუცილებლად დავამარცხებთ იმ ხალხს, რომლებიც რამდენიმე თვის წინ გვეუბნებოდნენ, რომ თურმე, ჩალის ფასი აქვს ევროკავშირის რეზოლუციებს; სადაც უნდა ეს სტატუსი იქ წაიღონ და თუ არ მოგვცემენ, თავისთვის დაიტოვონ. ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, ქართველი ხალხი იგებს ერთით ნულს და წინ დიდი გამარჯვებაა“,- განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. საბჭომ ასევე გადაწყვიტა, რომ ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც ქვეყანა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია ევროპული საბჭოსთვის 8 ნოემბერს გასცა. საქართველომ ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2022 წელს მიმართა. გასული წლის 3 მარტს, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)