|
2023-12-15 15:35:12, 915 ნახვა
პოლიტიკა
ნაუსედა - დღეს ჩვენ ვზეიმობთ და ვულოცავ საქართველოს - თქვენ ეს დაიმსახურეთ
დღეს ჩვენ ვზეიმობთ და ვულოცავ საქართველოს - თქვენ ეს დაიმსახურეთ,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა. ნაუსედა უკრაინასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ომში მყოფი ქვეყანა დაჯილდოვდა. "დღეს ვზეიმობთ და ნამდვილად ვამაყობ, რომ ვარ ევროპელი და ამ პოლიტიკური სიგნალის გასაგზავნა აუცილებელი იყო ჩვენი მეგობრებისთვის, განსაკუთრებით უკრაინაში, რადგან ეს ქვეყანა ომშია. მქონდა შესაძლებლობა, სატელეფონო საუბარი მქონოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მათ ვუთხარი - თქვენ იმსახურებთ ამ გადაწყვეტილებას, თქვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გამოიჩინეთ საჭირო რეფორმების განსახორციელებლად და დაჯილდოვდით. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან გრძელი პროცესის დასაწყისია, თუმცა როდესაც წიგნს კითხულობთ, საჭიროა პირველი გვერდის გახსნა, რათა შორს წახვიდეთ. იმედი მაქვს, უკრაინა წარმატებას მიაღწევს და იქნება ევროპაში, რადგან ჩემი აზრით, უკრაინა დღეს უკვე ევროპაშია და იცავს ჩვენს თავისუფლებას, იცავს ჩვენს დემოკრატიას. დღეს ჩვენ ვზეიმობთ და ვულოცავ საქართველოს, თქვენც დაიმსახურეთ ეს და მე ვიცი, რა რეაქცია მოჰყვა ამას ქუჩებში, თვალს ვადევნებდი რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში და ეს მართლაც შესანიშნავი გრძნობაა, ნება მომეცით ჩემს გულში ვიზეიმო“,- თქვა ნაუსედამ. შეგახსენებთ, გუშინ, 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. საბჭომ ასევე გადაწყვიტა, რომ ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც ქვეყანა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია ევროპული საბჭოსთვის 8 ნოემბერს გასცა. საქართველომ ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2022 წელს მიმართა. გასული წლის 3 მარტს, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)