22:43 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-15 13:57:50, 704 ნახვა

პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი - საუკეთესო გზა კანდიდატობიდან წევრობამდე არის 2024-ში „რუსული ოცნების“ ჩამოშორება

საუკეთესო გზა კანდიდატობიდან წევრობამდე არის 2024-ში „რუსული ოცნების“ ჩამოშორება და ჭეშმარიტად პროევროპული პოლიტიკური ძალების მოსვლა ხელისუფლებაში,- ამის შესახებ "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს.

ოქრიაშვილი ქართველ ხალხს ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ულოცავს და გადაწყვეტილებისთვის ევროპელებს მადლობას უხდის.

"ვულოცავ ქართველებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას! „ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა სტატუსი არ მიგვეღო და მოახერხა ის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, უკრაინა და მოლდოვა კი უფრო წინ წავიდნენ და უკვე ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით დაიწყეს მოლაპარაკება. დიახ, ეს „რუსული ოცნების“ დამსახურებაა, რუსეთის დავალებით. ახლა მთელი „ქოცბანდა“ ზის და ნერვიულობს, რუსებმა ყური არ აგვიწიონო. 
 
კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ეტაპია და კარგია, რომ ეს ეტაპი გადავლახეთ. მთავარი შედეგი  ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობაა, რისთვისაც ცხრა პირობა გვაქვს შესასრულებელი, მათ შორის, სრულად სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რეალური სასამართლო რეფორმა და ა.შ. 

საუკეთესო გზა კანდიდატობიდან წევრობამდე არის 2024-ში „რუსული ოცნების“ ჩამოშორება და ჭეშმარიტად პროევროპული პოლიტიკური ძალების მოსვლა ხელისუფლებაში. რას მოგვიტანს ეს?! - უსწრაფეს განვითარებას. ასე რომ, კარგი დღე გვქონდა წინასაახალწლოდ და მადლობა ევროპელებს!" - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. საბჭომ ასევე გადაწყვიტა, რომ ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც ქვეყანა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს​.

ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია ევროპული საბჭოსთვის 8 ნოემბერს გასცა. საქართველომ ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2022 წელს მიმართა. გასული წლის 3 მარტს, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics