00:22 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 17:11:30, 597 ნახვა

პოლიტიკა
დავითულიანი - ყველა, ვინც ტრანსპორტის სფერო იცის, თუ ვაშაძე ფიქრობს, რომ მათზე ჭკვიანია და გამოსავალი იცის, გამოვიდეს და თქვას საჯაროდ

ყველა, ვინც ტრანსპორტის სფერო იცის, ჩართულია პროცესში, თუ გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ ამ სფეროს ევროპელ და ქართველ ექსპერტებზე ბევრად უფრო ჭკვიანია და რამე გამოსავალი იცის, გამოვიდეს და თქვას საჯაროდ,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

ბექა დავითულიანი პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს გიორგი ვაშაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ არ ხორციელდება ფრანგულ კომპანია „სისტრას“ მიერ დაგეგმილი პოლიტიკა. 

„რაც შეეხება იმ პოლიტიკურ სპეკულაციებს, რომელიც ამ მიმართულებით ხშირად გვესმის ხოლმე, მაგალითად გიორგი ვაშაძეს ჰქონდა ერთი კვირის წინ, თითქოს ჩვენ არ ვუჯერებდით ფრანგულ კომპანია „სისტრას“ და არ ვახორციელებდით მათ მიერ დაგეგმილ პოლიტიკას. არათუ „სისტრას“ ვუჯერებთ, არამედ ვინმემ თუ საერთოდ  რამე იცის ამ ქვეყანაში, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში ამ პრობლემასთან დაკავშირებით, ყველა ჩართულია ამ პრობლემის მოგვარებაში და ყველა ერთხმად გვეუბნება, რომ უნდა განავითაროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და შეამციროთ კერძო ავტომობილების მოხმარების კოეფიციენტი. სხვა გზა უბრალოდ ამ ქალაქს არ აქვს და შესაბამისად, თუ გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ ის ამ სფეროს ევროპელ, ქართველ ექსპერტებზე ბევრად უფრო ჭკვიანია და რამე გამოსავალი იცის, გამოვიდეს და თქვას საჯაროდ, რად უნდა ამას კომისიების შექმნა და აჟიოტაჟი? ობიექტური მოცემულობაა - პრობლემაა საცობი, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრის სხვა გზა, გარდა იმისა, რომელიც დევს კვლევაში, რომელიც ჩაატარა თბილისის მუნიციპალიტეტმა და რომელ პოლიტიკასაც მიყვება, ამ კვლევაზე დაფუძნებულს, უბრალოდ არ არსებობს. ეს არის მოცემულობა“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა. 

როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა,  საცობები არის ყველა დიდი მეგაპოლისის და მათ შორის, უკვე თბილისის პრობლემაც.

„დღევანდელი მოცემულობით, პიკის საათებში ქალაქი ატარებს 650 ათას მანქანას და ამიტომ იქმნება საცობი. ყველა საექსპერტო დასკვნა, ყველა კვლევა გვეუბნება, რომ თბილისს აქვს 400 ათასი მანქანის გატარების უნარი, შესაბამისად, დამატებითი 250 ათასი მანქანა არის ობიექტური მოცემულობა, რომლის იქითაც უბრალოდ ვერ მივდივართ და რომელიც ქმნის საცობს. რაც შეეხება გამოსავალს, როგორც 2017 წელს შემუშავებული ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა გვეუბნება, გამოსავალი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და კერძო ავტომობილებით სარგებლობის წილის შემცირება. სხვა გამოსავალი, რომელიც 250 ათასი მანქანის ზედმეტობას აღმოფხვრის, უბრალოდ არ არსებობს“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics