03:16 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 13:38:57, 793 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე გახარიაზე - ეს კაცი ისტერიკაშია

ეს კაცი არის ისტერიკაში,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეკონომიკის ზრდასა და კორუფციასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია 'საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გახარია "სიცრუეს ავრცელებს და უზრდელობს".

"ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით გახარიამ აღიარა, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ეკონომიკა მისი პრემიერობის დროს, 2020 წელს იყო 16 მილიარდი დოლარი. ამ წლის ბოლოსთვის გახდა 30 მილიარდი დოლარი. ამ სამ წელიწადში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 14 მილიარდი დოლარით. გახარია, ე.წ. ეკონომისტი აცხადებს, რომ ეს 14 მილიარდი დოლარი წავიდა 20-25 ოჯახის ჯიბეებში. როგორც ვიცი, დაასახელა გვარები და მეც მომიხსენია. 25 ოჯახის ჯიბეში თუ წავიდა, ერთი ოცდამეხუთედი სულ მცირე მეკუთვნის, ხომ? სულ მცირე თანაბრად უნდა განაწილებულიყო და სად არის ჩემი 600 მილიონი დოლარი, არ ვიცი. გახარიას შეიძლება, ვკითხოთ და აღმოაჩინოს, სად არის.

მისი განცხადებები არასერიოზულია. მან ის მაინც უნდა იცოდეს, რომ აქედან, დაახლოებით, მეოთხედი მარტო ბიუჯეტში მიდის. ანუ ეს არის ბიუჯეტის თანაფარდობა ეკონომიკასთან, დანარჩენი ნაწილდება უამრავ სექტორში, როგორიცაა სასტუმროები, რესტორნები, წარმოება და ა.შ. რაც იშლება შემდეგ, ეს აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, დასაქმების მაჩვენებლის ზრდაზე და ა.შ.

როცა ამბობს 20-25 კაცის ჯიბის გასქელებაზე, ელემენტარულად, პატივს არ სცემს საკუთარ ღირსებას, როგორც ეკონომისტის. სამარცხვინოა უბრალოდ მისი განცხადებები. ეს აჩვენებს ისტერიკას. ეს კაცი არის ისტერიკაში, ამიტომ ავრცელებს სიცრუეს და უზრდელობს, მაგალითად, შალვა პაპუაშვილის მიმართ",- თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, - "აცხადებენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, დიახ, მართალია, იზრდება, მაგრამ ეს გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება და კონკრეტული ოჯახების ჯიბეში მიდის".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics