|
2023-12-12 13:39:16, 756 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის ძალების მეთაურმა ესტონეთის თავდაცვის ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს უმასპინძლა
საქართველოში ვიზიტით ესტონეთის თავდაცვის ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი იმყოფება. გენერალ-მაიორ ენნო მიოტსს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბრისას ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე, საერთაშორისო მრავალეროვნულ სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობასა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე. საუბარი შეეხო ნატოსთან ურთიერთობის საკითხებსა და როგორც ორმხრივ, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფორმატებში ესტონეთის მხარდაჭერას. აღინიშნა საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ესტონეთის თავდაცვის ლიგას შორის წარმატებული თანამშრომლობა. „შეხვედრას თავდაცვის თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრნენ. თავდაცვის ძალების მეთაურთან შეხვედრის შემდეგ, ესტონეთის თავდაცვის ძალების დელეგაციას რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე, თავდაცვის ძალების განვითარებასა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე პრეზენტაცია წარუდგინეს. ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის თავდაცვის ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი საქართველოს ეროვნულ გვარდიასაც ესტუმრება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)