04:49 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-08 12:02:21, 641 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - სააკაშვილის ლიდერობით, ქართველი ხალხის ჩართულობითა და მონაწილეობით აუცილებლად გავიმარჯვებთ

მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, ქართველი ხალხის ჩართულობითა და მონაწილეობით აუცილებლად გავიმარჯვებთ,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხაბეიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტია "რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ მეგობრების წრეს" ზრდის.

“40 წლის წინ, რონალდ რეიგანმა და მარგარეტ ტეტჩერმა დააფუძნეს საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი  IDU - კონსერვატიული და მემარჯვენე ცენტრისტული პარტიების გლობალური გაერთიანება. 

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 80-მდე პოლიტიკური პარტიაა გაწევრიანებული და მათ შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

ვაშინგტონში გამართულ პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდ ფორუმზე, განსახილველ საკითხებს შორის იყო მსოფლიოს უსაფრთხოება, საბაზრო ეკონომიკა, დემოკრატიის განვითარება, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ავტორიტარიზმების დასრულების მნიშვნელობა - მთავარი მიზანი დემოკრატიული, მემარჯვენე ცენტრისტული, კონსერვატიული  პარტიების გაძლიერება, მხარდაჭერაა ამ საკითხების მოსაგვარებლად და გადასაწყვეტად.

ფორუმის ფარგლებში, შესაძლებლობა გვქონდა, გავსაუბრებოდით და ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მნიშვნელოვანი თემები გაგვეზიარებინა ამერიკელი სენატორებისთვის, კონგრესმენებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისთვის, ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორისთვის და IDU-ს პრეზიდენტისთვის. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ევროპიდან, პარტნიორი პარტიების ლიდერებთან გვქონოდა საქმიანი კომუნიკაცია.

ძალიან ბევრს ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან საქართველოს საკეთილდღეოდ, რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ვზრდით მეგობრების წრეს. მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, ქართველი ხალხის ჩართულობითა და მონაწილეობით აუცილებლად გავიმარჯვებთ!”- წერს ხაბეიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics