11:51 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-08 11:33:55, 642 ნახვა

საზოგადოება
სანტექნიკაში გამოყენებული ძირითადი მასალები

​სააბაზანო სივრცე დღის განმავლობაში ყველაზე აქტიურად გამოიყენება, ამიტომ ის მაღალი ხარისხის, გამძლე და კომფორტული ტექნიკით უნდა აღჭურვოთ. იმისთვის, რომ სანტექნიკა ათწლეულების განმავლობაში გამოიყენოთ, პროფესიონალების რეკომენდაციებით უნდა იხელმძღვანელოთ.

სანტექნიკის არჩევამდე ექსპერტებთან ერთად განსაზღვრეთ საჭირო მასალები. სპეციალისტები აბაზანის აღჭურვას იდენტური მასალისგან დამზადებული ნივთებით გვირჩევენ. ფერები და აქსესუარები საერთო სტილს უნდა შეესაბამებოდეს.

დღესდღეობით აბაზანაში აქტიურად გამოიყენება სპეციალური თიხის პროდუქტები (დამუშავების შემდგომ პროდუქცია იფარება გლუვი მინანქრის ზედაპირით). აღსანიშნავია, რომ ეს მასალა პოპულარულია, რადგან ის არ ზიანდება საყოფაცხოვრებო ქიმიკატებით და მასზე წყლის მაღალი ტემპერატურა უარყოფითად არ მოქმედებს.

ხშირია სანტექნიკაში ფაიფურის გამოყენებაც, თუმცა ის თიხასთან შედარებით ძვირადღირებულია. მწარმოებლები დამხმარე კომპონენტებად ამატებენ კვარცს, რათა პროდუქციის გამოყენება მაღალ ტემპერატურაზე გახდეს შესაძლებელი.

თუ არჩევანს ბუნებრივ მასალებზე შეაჩერებთ თქვენი აბაზანა გაცილებით უფრო დახვეწილი გახდება, თუმცა სტრუქტურაში არსებული ფორების გამო ბუნებრივი ქვა მეტად ფაქიზი მოსავლელია.

დამხმარე დეკორატიული ელემენტებისთვის აქტიურად გამოიყენება თუჯი და ბრინჯაო. ამ მასალებისგან დამზადებული სანტექნიკა მეტად გამძლეა და მისი მექანიკურად დაზიანების რისკი ნაკლებია.

რა შევიძინოთ თერმოინდუსტრიაში?

თერმოინდუსტრიაში სააბაზანოს ტექნიკის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. 11 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია ბაზარზე მრავალფეროვანი ევროპული პროდუქციით ლიდერობს. აქ შეძლებთ შეიძინოთ:

  • გათბობა-გაგრილების სისტემები;
  • ჰელიოსისტემები;
  • სატუმბე სადგურები;
  • წყალგაყვანილობის და საკანალიზაციო სისტემები და ა.შ.

თერმოინდუსტრიაში ასევე შეიძენთ უნიტაზებს, ბიდეებს, ჰიგიენურ ჯაგრისებს და კუთხის თაროებსაც კი. აღსანიშნავია, რომ პროდუქციაზე ხელმისაწვდომი ფასებია. რაც მთავარია, ყველა მოწყობილობას ერთ სივრცეში, სრული გარანტიით, შეიძენთ.

კომპანიის გუნდი სააბაზანოს ოპტიმალურად ასათვისებლად, სივრცის სწორად დაგეგმარებაში დაგეხმარებათ და ისეთ ტექნიკას შეგირჩევთ, რომელიც თქვენს ყოველდღიურ კომფორტს განსაზღვრავს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
მაჭარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი რუსეთის ეგზარქოს შეადარა
საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics