11:50 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-08 10:17:01, 499 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძემ წევრი სახელმწიფოების ასამბლეაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC) წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში დღეს დაიწყო. მინისტრი ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.

„თხუთმეტი წელი გავიდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან, რის შედეგადაც საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედრო მოსამსახურეები მათ წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების მსხვერპლნი გახდნენ. ICC-ის პროკურორის ოფისთან ინტენსიური თანამშრომლობით ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ. კერძოდ, 2022 წლის 30 ივნისს ჰააგის სასამართლომ დაკავების ორდერი გამოსცა ცხინვალის რეგიონის 3 „მაღალჩინოსნის" მიმართ აგვისტოს ომის დროს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის და გამოიკვეთა რუსი გენერალ-მაიორის პასუხისმგებლობა. 2022 წლის 16 დეკემბერს ICC-ის პროკურორმა დაასრულა გამოძიება აგვისტოს ომში საქართველოს მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის თუ სხვა ნებისმიერი სახის გადაცდომის გამოვლენის გარეშე", – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, საქართველოში დიდია მოლოდინი, რომ გამოცემული დაკავების ორდერები ოპერატიულად აღსრულდება.

იუსტიციის მინისტრმა სამართლის უზენაესობის და მსხვერპლთა დაცვის საკითხში ICC-ის საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სასამართლოსთან სამომავლო თანამშრომლობის ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა.

მიმდინარე წლის 4-14 დეკემბერს ნიუ-იორკში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წესდების ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ასამბლეა იმართება, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
მაჭარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩი რუსეთის ეგზარქოს შეადარა
საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics