15:52 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-07 14:24:10, 669 ნახვა

საზოგადოება
ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიაში სტუდენტებს ღვინის ხარისხთან დაკავშირებით სემინარი ჩაუტარდათ

მევენახეობა-მეღვინეობაში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მმართველობაში მყოფ ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს ღვინის ქიმიაზე, ზადებსა და დაავადებებზე სემინარი ჩაუტარდათ.

მონაწილეები ღვინის ლაბორატორიული კვლევის მნიშვნელობას, ღვინის ხარისხზე გარემო ფაქტორების გავლენას და რთველის სწორედ წარმართვის მნიშვნელობას გაეცნენ.

ახალგაზრდებმა, ღვინის ზადებისა და დაავადებების გამოვლენის მიზნით, დეგუსტაციაში მიიღეს მონაწილეობა. 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მმართველობაში მყოფი ღვინის ლაბორატორია ქართული ღვინის ხარისხის სისტემების ჩამოყალიბებისა და კერძო სექტორის ევროპულ სტანდარტზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.

ლაბორატორიას ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მისი ძირითადი ფუნქცია ღვინის და ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ლაბორატორიული კონტროლი და მევენახეთა და ღვინის მწარმოებელთა ტექნიკური მხარდაჭერაა.

ინფორმაციას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics