06:02 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 14:45:30, 840 ნახვა

პოლიტიკა
ხობის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 10-მა წევრმა პარტია დატოვა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 11-დან 10-მა წევრმა პარტია დატოვა. ამის შესახებ ფრაქციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ია ჯიშკარიანმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯიშკარიანის თქმით, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება ხობის ადგილობრივი ორგანიზაციის 18-მა წევრმაც მიიღო.

"პარტიაში განვითარებულმა არაჯანსაღმა მოვლენებმა გამოიწვია "ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. მენეჯმენტსა და ხალხს შორის დაშორება. მოსყიდვებითა და ინტრიგებით შექმნეს ხელოვნული კრიზისი, რასაც მოჰყვა ანგარებიანი პერსონების "ფსევდო-მიშისტების" კამპანია. ხელი იქნა შეშლილი ერთობის იდეაზე, რაც კონკრეტული ადამიანების კერძო ბიზნესინტერესებით იყო ნაკარნახევი. მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი ერთობაზე ლაპარაკობდა, მის საპირისპიროდ, ახალი მენეჯმენტიდან "მგლის ბილეთები" არის აფრიალებული. "ნაციონალური მოძრაობის" ხობის საკრებულოს 11 წევრიდან 10-მა წევრმა და ასევე, რაიონული ორგანიზაციის მებრძოლ ადამიანთა სრულმა უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წერტილი დავუსვათ ამ ყველაფერს და დავტოვოთ პარტია...

სიმართლე ერთია - ეს სიმართლე უმაგრებს ზურგს ნიკა მელიას. ეს ადამიანი არის ყველაზე სუფთა პოლიტიკოსი, ყველაზე მებრძოლი. სადაც ნიკა მელია იქნება, იქ ვიქნებით ჩვენ",- განაცხადეს ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, 4 დეკემბერს "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა - გიორგი კირთაძემ, მირდატ ქამადაძემ და ბათუმის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 7 დეპუტატმა პარტია დატოვეს.

გუშინ, 5 დეკემბერს იგივე გადაწყვეტილება ენმ-დან ზუგდიდისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციების წევრების ნაწილმაც მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics