13:32 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 13:34:29, 637 ნახვა

საზოგადოება
მერია - გოძიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე, წყალსადენი მილის დაერთების სამუშაოების გამო, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდება, 6-დან 20 დეკემბრამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შეზღუდვა 23:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს. 

"პირველ ეტაპზე, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება გოძიაშვილის ქუჩაზე - მუხრან მაჭავარიანისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, ვალენტინ თოფურიძისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. 

ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ თოფურიძის ქუჩიდან მაჭავარიანის ქუჩის მიმართულებით თოფურიძისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, მუხრან მაჭავარიანისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთის მიმართულებით. 

მაჭავარიანის ქუჩიდან თოფურიძის ქუჩის მიმართულებით, მაჭავარიანისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, თოფურიძისა და გოძიაშვილის ქუჩების კვეთის მიმართულებით ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მაჭავარიანის, თოფურიძის შესახვევისა და თოფურიძის ქუჩების გამოყენებით.

მეორე ეტაპის სამუშაოები იწარმოებს 11-დან 20 დეკემბრამდე. აღნიშნულ პერიოდში გადაადგილება შეიზღუდება გოძიაშვილის IV შესახვევში და ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ გოძიაშვილის ქუჩაზე ორმხრივად",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გაცემულ 7 მილიონზე მეტი პრემიების საქმეს პროკურატურა იძიებს
საფრანგეთის ყოფილი პრემიერი გაბრიელ ატალი წიგნის En homme libre-ს გამოქვეყნების შემდეგ ჰომოფობიური თავდასხმების სამიზნე გახდა
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics