|
2023-12-06 09:46:57, 718 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის გამგეობამ 2023 წელს შესრულებული პროექტების ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ მიმდინარე წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, 2023 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს შორის აღსანიშნავია სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია, რომელიც 4 მისამართზე განხორციელდა. სპორტული მოედნები მოეწყო ან რეაბილიტირდა 3 მისამართზე. ასფალტის საფარი შეიცვალა 21 608 კვ.მ ფართობზე. მათივე ცნობით, ასევე, მიმდინარე წელს დასრულდა სამი დიდი პროექტი - ზემო ფონიჭალის სკვერი, იოსებ გრიშაშვილის სახელობის ღია მუზეუმი და თაბორის მთის ტურისტული ბილიკი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 150-ზე მეტი პროექტი განხორციელდა. „მთელი წლის განმავლობაში, ჩვენი გუნდი ცდილობდა თითოეული პრობლემა მოგვეგვარებინა, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, გვეზრუნა მათ ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა თუ კომფორტზე. ამასთანავე, ჩვენ განვახორციელეთ ძალიან საინტერესო პროექტები. მაგალითად, ზემო ფონიჭალაში დავასრულეთ სკვერის მშენებლობა, რომელიც საკმაოდ გაჭიანურდა, თუმცა დღეს მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. დავასრულეთ ქვემო ფონიჭალაში წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პირველი ეტაპიც. გავხსენით იოსებ გრიშაშვილის სახელობის სრულიად განსხვავებული ღია მუზეუმი, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და მოსახლეობის თხოვნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, მომავალ წელსაც არაერთ საინტერესო პროექტს გპირდებით“, - განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ. პრეზენტაციაზე რაიონის გამგებელმა 2024 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა. ღონისძიებას დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე, რაიონების გამგებლები ესწრებოდნენ.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)