|
2023-12-05 17:21:49, 663 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ, ასევე საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ სიჭინავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, ვლადიმერ ხუნდაძემ BAG-ის წევრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის უმთავრეს ღირებულებებს, უწყების გამჭვირვალობა და ბიზნესთან მჭიდრო პარტნიორობა წარმოადგენს. მათივე ცნობით, შეხვედრას, რომელსაც საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები კიაზო ახალაია და ელგუჯა ბერანძე, ასევე ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, ასოციაციის კომიტეტებისა და წევრი კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ დიალოგის რეჟიმში წარიმართა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ. „ერთ-ერთი სიახლე, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ არის ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსი, რომელიც კომპანიებს ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს, ხოლო ტვირთის გაფორმების პროცედურები მათ მიმართ პრიორიტეტული წესით შესრულდება. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ 2024 წლიდან, უწყებაში იგეგმება ,,ახალი კომპიუტერიზირებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ამოქმედება. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციაში წარდგენილი ერთი სატრანზიტო დეკლარაციითა და ერთი გარანტიით განხორციელდეს ტვირთის გადაზიდვა ევროკავშირისა და საერთო სატრანზიტო კონვენციის წევრ სხვადასხვა ქვეყანაში (საერთო ჯამში 36 ქვეყანა), რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ტვირთის/საქონლის უსაფრთხო, შეუფერხებელ და სწრაფ გადაადგილებას. ამ და კიდევ სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, აქტიური დიალოგის რეჟიმში ვართ ბიზნესთან“ ,- განაცხადა ვლადიმერ ხუნდაძემ. დასასრულს, ვლადიმერ ხუნდაძემ შემოსავლების სამსახურის სახელით კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ ბიზნესთან დიალოგი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)