2023-12-04 22:38:05, 697 ნახვა
მსოფლიო
პუტინი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში ჩავა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიმდინარე კვირაში არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია Ria Novosti ავრცელებს.
პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, ეს იქნება სამუშაო ვიზიტი, რომელიც მოლაპარაკებებს გულისხმობს, პირველ რიგში, საუდის არაბეთის მეფისნაცვალთან.
ცნობილია, რომ მანამდე პუტინი ემირატებში გაფრინდება, სადაც ასევე სამუშაო ვიზიტს გამართავს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,