2023-12-04 21:23:48, 800 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ამის შესახებ რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ Twitter-ზე) წერს.
როგორც უმეროვი აღნიშნავს, შეხვედრაზე ფრონტზე არსებული მდგომარეობა და ზამთრის პერიოდში უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები განიხილეს.
"უკრაინის ნატოში გაწევრიანება გარდაუვალია. ჩვენმა ქვეყანამ ეს გზა დიდი ხნის წინ აირჩია და ახლა ჩვენ ვმუშაობთ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რათა მივუახლოვდეთ ნატოს წევრობას", - წერს უმეროვი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,