|
2023-12-04 15:36:09, 2450 ნახვა
მსოფლიო
ბულგარეთის პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონს, რომელიც უკრაინისთვის ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდებას ითვალისწინებს
ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ვეტო დაადო კანონს, რომელიც უკრაინისთვის ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდებას ითვალისწინებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას РБК-Украина ავრცელებს. მედიის ცნობით, აღნიშნულ კანონს პარლამენტში ხელახლა განიხილავენ, გადაწყვეტილების მიზეზი კი ის გახდა, რომ დეპუტატები არასაკმარისად იცნობდნენ შემოწირულობის სპეციფიკურ პარამეტრებს, რაც მათ საშუალებას არ აძლევდა, ობიექტურად შეეფასებინათ, საჭირო იყო თუ არა აღჭურვილობის გადაცემა. რუმენ რადევის განცხადებით, ასევე გათვალისწინებული არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ომის პერიოდში დაკისრებული ამოცანები და პოლიციისა და ქვეყნის უსაფრთხოების საჭიროებები. „ვხელმძღვანელობ იმ რწმენით, რომ ბულგარეთის მოქალაქეების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს”, - განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, უკრაინისთვის მისაწოდებელი ჯავშანტექნიკა შეიძლება გამოყენებულ იქნას ბულგარეთის საზღვრის დასაცავად და მოსახლეობის საჭიროებებისთვის სტიქიური უბედურებების და სხვა უბედური შემთხვევების დროს.
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)