|
2023-12-04 12:20:33, 707 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ოპოზიციის მავნებლობის მიუხედავად, ევროინტეგრაციისთვის ყველაფერს გავაკეთებთ
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ხელის შეშლის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ყველაფერს აკეთებს. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროპარლამენტში გადაიგზავნა, მოსახლეობისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებები უკვე გაკეთდა. მას შემდეგ, რაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველა საკითხი შეჯერდება, სამოქმედო გეგმაც გასაჯაროვდება. ერთი რამ მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ხელის შეშლა ფიქსირდება. როდესაც შენი ქვეყანა გიყვარს და გაქვს სურვილი, რომ მას ევროპული მომავალი ჰქონდეს, განვითარდეს, წინ წავიდეს და ამ დროს ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებ, რბილად რომ ვთქვათ, ეს მავნებლობაა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს და მშვიდობა შენარჩუნდეს. „მათი მავნებლობის მიუხედავად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა სამშვიდობოზე გავიდეს, მშვიდობა შევინარჩუნოთ, მოხდეს ეკონომიკური განვითარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)